მსოფლიო გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზღვარზეა. ვაშინგტონის გაფრთხილება და მოსკოვის კონფლიქტური სიგნალები. ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.
უკვე სიტუაცია ექსტრემალურად დაძაბულია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გარკვეული რაოდენობის სამხედრო ტექნიკის საზღვრიდან გაყვანა გადაწყვიტა, მდგომარეობა მაინც უკონტროლოდ რჩება. უკრაინის ქვეყნის ანგარიშში ნავარაუდებია, რომ მსგავსი მოქმედება შესაძლოა დამაბნეველი სვლა იყოს, რომელიც აშშ-ისა და სხვა უკრაინის მოკავშირე ქვეყნების გზის ასაბნევად განხორციელდა.
დღეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სიტუაციაა, რომელიც არამარტო ქვეყნების, არამედ ადამიანების უთანხმოებასაც იწვევს. აშკარად ჩანს, რომ სიტუაციის დასტაბილურება ყველას აინტერესებს, გარდა ვლადიმერ პუტინისა.
ორშაბათს, 14 თებერვალს, გაჩნდა იმედი კრემლში დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლო წარმოების შესახებ, მაგრამ 100,000 ჯარისკაცი, რომელიც ჯერ კიდევ საზღვართან რჩება, ამაზე არ მეტყველებს.
გარდა ამისა, საომარი მზადყოფნისა და დაძაბულობის მიუხედავად, 14 თებერვალს წყვილები რესტორნებსა და კაფეებში შეიკრიბნენ ვალენტინობის დღესასწაულის აღსანიშნავად.
რა უნდა პუტინს?
ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ამბობენ, რომ რუსეთს სურს თავისი გავლენის სფეროს აღდგენა აღმოსავლეთ ევროპაში. მის მხედველობაში, სავარაუდოდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფოებია, როგორიცაა: დამოუკიდებელი ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბელორუსია, საქართველო და უკრაინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი წუხდა ამ ქვეყნების დაკარგვის გამო. სავარაუდოდ, პუტინს სჯერა, რომ რუსეთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ბირთვული იარაღის მარაგი და ზოგადი საბრძოლო ტექნიკა ამაზე არ მეტყველებს.
[sexy_author_bio]