მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა და შესაბამისი დაპირებისა, „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მასალები, რომელიც ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მუშაობის პერიოდს ეხება, არ გადმოსცეს.
შეპირებისამებრ, ჩვენ აღნიშნულ მასალებს ამ კვირის დასაწყისში ველოდით.
ახალი ამბების და მედიის ვებსაიტის სახელით მოქმედი „გურია თაიმსი“, რომელიც ღიად უჭერს მხარს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, პერიოდულად აქვეყნებს აუდიტის მასალებიდან ამონარიდებს. რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მუშაობის დროს, არსებობდა უამრავი დარღვევა და დასძენს კიდეც, რომ შესაძლოა, მერის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე!
პარალელურად კი ზოგი სამოქალაქო პირი, (რომელმაც სულ არ იცის, რომ ჩვენ რახანია ვითხოვთ აუდიტის დასკვნის მასალებს), „გურია ნიუსს“ უსვამს უადგილო კითხვებს, თუ რატომ არ ქვეყნდება შესაბამისი სტატია სააგენტოს გვერდზე.
„გურია ნიუსის“ არაერთი თხოვნის მიუხედავად, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მასალები ჯერ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. შესაბამისად, ჩვენც გამოქვეყნების შემდეგ მოგვაწვდიან.
კიდევ ერთ კითხვაზე, რაც მათთვის შეიძლება, რატომ არის დაუშვებელი ჩვენთვის, გვიპასუხეს:
„რაც შეეხება აღნიშნული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, საიდან და როგორ გახდა მათთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ამის შესახებ არ ვიცით“ (?1)
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში და როცა გამოქვეყნდება ოფიციალურად სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, ჩვენ შესაბამის სტატიას მოვამზადებთ და მოგაწვდით.
[sexy_author_bio]