ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნით ცეცხლოვანი, აქტიური და თავდაჯერებული მამრები ევლინებიან ქვეყანას. ვერძი ჯიუტი და პრინციპულია როგორც ქმარი, მაგრამ საოცრად თავდადებული და ლოიალურია როგორც მამა. ვერძის ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად “ასტრალურ ბავშვს” შეესაბამება.
იმიტომ რომ, ის პირველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამიტომ ვერძი მამები შესანიშნავად ახერხებენ შვილებთან “მათივე ენაზე” კომუნიკაციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავადაც სულით ბავშვები და ინფანტილურები არიან.
ვერძი ყურადღებიანი და მეგობრული მამაა, ამიტომ მისთვის არ არსებობს ე.წ. “მამებისა და შვილების” ტრადიციული პრობლემები. იგი ახალგაზრდული ხედვით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს შვილებთან მუდამ ჰქონდეს მეგობრული, უშუალო დამოკიდებულება.
[sexy_author_bio]