,,არავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც – ჩვენ გვიყვარს. ვერავინ ვერ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღე მიულოცა.
მისი თქმით, ერთადერთი სურვილია სამშობლოში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება და ამ სურვილის უფლება აქვს უკრაინელ ერს.
,,დიდებული ქვეყნის დიდებულო ხალხო, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველა ჩვენგანის ერთობის დღეს. ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთადერთი სურვილი – ეს არის ჩვენ სამშობლოში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება, ერთი ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად. და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს, რადგან საკუთარ სახლში ვართ, უკრაინაში ვართ და არავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც – ჩვენ გვიყვარს, ვერავინ ვერ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა.
გილოცავთ ერთიანობის დღეს, ლურჯ-ყვითლებო. გილოცავ ერთიანობის დღეს, უკრაინა! აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი მხოლოდ ერთად ჟღერს, მაგრამ ჟღერს ძლიერად,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
[sexy_author_bio]