მას შემდეგ, რაც რუსეთმა თქვა, რომ მას გაჰყავს ჯარები საზღვრიდან, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამის მტკიცებულებას ვერ ხედავს. წერს გამოცემა WioNews.
„ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ რუსული ძალების უკან დახევას უკრაინის საზღვრებიდან“ – განუცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაიყვანდა დამატებით მობილიზებულ ჯარებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ საეჭვოა. პუტინის თქმით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარი დაბრუნდა ყაზარმაში. თუმცა საკითხავი ის არის, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა სამხედრო წვრთნები სწორედ იმ დროს, როცა სიტუაცია ამგვარადაა დაძაბული.
[sexy_author_bio]