თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამინდელი კრიზისი მხოლოდ უკრაინას არ ეხება.
„თუ კრემლის მიზანია, საკუთარ საზღვრებთან ნაკლები ნატო იხილოს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს. თუ მას სურს, ნატოში განხეთქილება შეიტანოს, ის კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს. ნატო თავდაცვითი ალიანსია, ჩვენ არ ვუქმნით საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, მაგრამ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა დავიცვათ ყველა ჩვენი მოკავშირ.
ამჟამინდელი კრიზისი გაცილებით მეტს ეხება, ვიდრე უკრაინას. საუბარია იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნებს შორის ურთიერთობა. მოსკოვი ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს და ნატოში ახალი წევრების მიღება შეაჩეროს.
რუსეთის მცდელობა განახორციელოს კონტროლი დასავლეთის უსაფრთხოების სტრატეგიაზე.“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
[sexy_author_bio]