ვერძი
თანდაყოლილი გამჭრიახობით გამოირჩევა. პატარა ასაკშიც ახერხებს დაამარცხოს ეზოს “ყოჩები” და მონოპოლია აიღოს თანატოლებზე. ამ ქალს ეადვილება და მოსწონს ლიდერობა, რაც ნებისმიერ მამრს ულახავს თავმოყვარეობას. ქალი ვერძი საოცრად გამძლე, სიცოცხლისუნარიანი და გამჭრიახია. აქვს უნარი ალღო აუღოს ნებისმიერი სირთულის საქმეს თუნდაც ყველაზე “მამაკაცურს”. ერთადერთი ნაკლი მის ხასიათში არის ის, რომ იგი ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ, ამიტომ როცა უსამართლობას წააწყდება და ბრაზობს, მრისხანება წამის მეასედში უბინდავს გონებას. რის გამოც მისი, როგორც ჭკვიანი ქალის იმიჯი შესაძლოა თვალსა და ხელს შუა დაიმსხვრეს საზოგადოების თვალში.
მორიელი
მასში ქალურ შტრიხებზე გაცილებით მეტი მამაკაცური თვისებებია. ამიტომ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ქალ მორიელს ბავშვობიდან მოყოლებული იმის ბოლომდე გასაცნობიერებლად, რომ ბუნებამ ქალად ყოფნა არგუნა წილად. მისთვის მამაკაცის ცხოვრება გაცილებით უფრო მისაღები და მარტივია, იმიტომ რომ გულისამრევად ეჩვენება ათასგვარი სახის ქალური ეშმაკობა და ინტრიგები. პირდაპირი და სწორხაზოვანია ყოველთვის. ამასთან ერთად, გამჭრიახობის გარდა, საოცარი ინტუიციური აღქმაც გააჩნია და ადამიანებს გამჭოლ ხედავს. შესაბამისად, ყოველთვის და უშეცდომოდ ცნობს “აფერისტებს”. ამგვარი ქალის ნაკლი მისი შურისმაძიებელი ხასიათია. იგი არასოდეს ეგუება წაგებას.