ჯვარში, სოფელ ჭალეში მომხდარ ავტოსაგზაო შემხთვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავდა არასრულწოვანი გოგონაც.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი აღნიშნულ თემში, ავთანდილ მანია.
რაც შეეხება დაშავებულს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
[sexy_author_bio]