“ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად.
დღეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს. ეს იქნება ლელოს მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად”, _ წერს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.