ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გმობს რუსეთის “უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უთვალავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს”.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატოს მოკავშირეები შეიკრიბებიან რუსეთის განახლებული აგრესიის გამო“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
[sexy_author_bio]