BBC-ის აღმოსავლეთ ევროპის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი, რომელიც უკრაინის დონბასში მდებარე ქალაქ კრამატორსკში წერს, ამბობს, რომ მოსახლეობა „შოკირებული და შეძრწუნებული არიან იმის წარმოდგენით, თუ რა შეიძლება მოხდეს“.
მისი თქმით, სიტუაცია რეგიონში “სრულიად გაურკვეველია”.
“წუხელ ამ ქალაქში ხალხი ქუჩაში იყო – უკრაინის დროშას აფრიალებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს მათი მიწაა, არსად მიდიოდნენ…
ეს არის ის, რასაც ხალხი ელოდა, ელოდა, მაგრამ აქ ვერავინ დაიჯერებს, რომ ეს რეალურად ხდება.”
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მოსკოვის დროით 5:55 საათზე. რამდენიმე წუთის შემდეგ უკრაინაში პირველი დაბომბვა გახორცილდა.