უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 24 თებერვალს, დილის 5 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი დანაყოფების მასობრივი დაბომბვა. მათ რაკეტები დაუშინეს რამდენიმე ქალაქის აეროპორტებს და უკრაინის არმიის ობიექტებს.
ამ დროს, აგრესორებმა დაიწყებს საარტილერიო დარტყმები საზღვარზე მდებარე დასახლებულ პუნქტებს.
უკრაინის სამხედრო ძალები სრულ საომარ მზადყოფნაში არიან. სიტუაცია კონტროლირებადია“, _ ნათქვამია განცხადებაში.