კრემლს პასუხს ვაგებინებთ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოსეფ ბორელი წერს. ის ამ განცხადებით პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა.
,,ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენ ვფიქრობთ უკრაინაზე და უდანაშაულო ქალებზე, მამაკაცებზე და ბავშვებზე, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და საკუთარი სიცოცხლისთვის დარდობენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ”- წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]