რუსეთში მცხოვრები მომღერალი, ვალერი მელაძე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ინსტაგრამზე ეხმიანება.
„დღეს მოხდა ის, რაც არ და ვერ უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე თავის ადგილას დაალაგებს ყველაფერს, მაგრამ დღეს, მინდა გთხოვოთ, გემუდარებით, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ.
ხალხს უნდა შეეძლოს მოლაპარაკება, ამისთვის ჩვენ მოგვეცა ენა და ყველა შესაძლებლობა, ხალხი არ უნდა კვდებოდეს, ეს უნდა შეწყვიტოთ“ – ამბობს მელაძე.