რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის.
„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ, შეუძლებელია იმის თქვა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.