პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა twitter– ზე წერს, რომ რუსეთის მიერ კიევში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა, ტერორის აშკარა აქტია.
“ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. კიევში არსებული სიტუაცია ძალიან რთულია. რუსებმა დილით დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. უპილოტო თვითმფრინავების ჩამოყრილი ბომბები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ხალხი იღუპება. ეს ტერორის აშკარა აქტია, რომელიც მორალური სიმტკიცის გატეხვას ისახავს მიზნად. თუმცა, უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ საკუთარ დედაქალაქს ბოლომდე დაიცავენ.“ – წერს პოლონეთის პრეზიდენტი.