ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
“როგორც ბევრი თქვენგანის, ჩემი ლოცვაც არის უკრაინის ხალხისთვის. მე და ჩემი კოლეგები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში ორიენტირებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ დევნილთა და ლტოლვილთა დაცვა და ადამიანის ძირითადი უფლებები რეგიონში. ჩვენ უკვე ვნახეთ ცნობები მსხვერპლის შესახებ და ადამიანები, რომლებიც იწყებენ სახლების დატოვებას უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მომენტის მნიშვნელობა – უკრაინელი ხალხისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი – არ შეიძლება გადაჭრილი იყოს ასე”, – წერს ანჯელინა ჯოლი ინსტაგრამ გვერდზე.