რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფაქტს, კერძოდ კი გენიჩესკში, ხერსონის ოლქში შეჭრას, რუსულ აგრესიას უწოდებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ამბობს, რომ ოზურგეთი და გენიჩესკი დაძმობილებული ქალაქებია, ეს მეგობრობა ათეულობით წლებს ითვლის და საჭიროების შემთხვევაში მათთვის კარი ღიაა.
_ძალიან მტკივა გული, რომ გენიჩესკში შეჭრის ამბებს ვისმენ. რუსი აგრესორების ეს ქმედება ზღვარს გადასულია. ჩვენ, ოზურგეთში და ეს სრულიად მუნიციპალიტეტის აზრია, ყველაფერს ვიღონებთ, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ აგრესორისგან მიყენებული ტკივილი დაძმობილეულ გენიჩესკს, მის მცხოვრებთ, სრულიად უკრაინას! მათთვის ჩვენი სახლის კარი მუდამ ღიაა! რმერთი ფარავდს უკრაინას! _გვითხრა დავით დარჩიამ.
[sexy_author_bio]