დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთს რუსეთის გლობალური ბანკთაშორისი გადახდების სისტემიდან ,,SWIFT“ გაგდება სურს და აგრძელებს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ reuters წერს.
“ჩვენ გვსურს უფრო შორს წავიდეთ და გავაგდოთ რუსეთი SWIFT-დან, ფინანსური სისტემიდან, რომელიც საშუალებას აძლევს გადაიტანოს ფული მთელს მსოფლიოში, მიიღოს გადახდები გაზის საფასურისთვის – მაგრამ … ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია და რუსეთის გასაგდებად ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც პროცესს ართულებს.”- განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, რუსეთი SWIFT-ის ორგანიზაციიდან არ გაერიცხათ, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს იმაზე მეტად აზიანებს, ვიდრე SWIFT-დან გარიცხვა დააზარალებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.