ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივები გაყინა და ეს ორი სახელი ევროკავშირის სანქციების სიას დაამატა. ამის შესახებ euronews წერს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში დაფუძნებულ ბანკებს აეკრძალებათ მათთვის სახსრების ხელმისაწვდომობა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ფინანსური სუბიექტების თანამშრომლობის ხარისხზე.
გადაწყვეტილება დაადასტურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა.
”რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ის იზოლირებული იქნება საერთაშორისო საზოგადოებისგან”, – თქვა ბორელმა.
ამ კვირის დასაწყისში ბლოკმა სანქციები დაუწესა დუმის 351 დეპუტატს და პუტინის ახლო წრის წევრს.
[sexy_author_bio]