გოსტომელის რაიონში, უკრაინელმა სამხედროებმა, ჩეჩნეთის რუსული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმი განადგურეს. ინფორმაციას interfax-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გავრცელებული ინფორმაციით, დანაყოფის დამარცხების დროს დაიღუპა ჩეჩნეთის როსგვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური გენერალი მაგომედ თუშაევი. ეს დაადასტურა ამ ქვედანაყოფის დატყვევებულმა მებრძოლმა.
თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, „უკრაინის ეროვნული გვარდია და სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა“ ახლა ახარისხებენ დარჩენილ მცირე იარაღს.
[sexy_author_bio]