უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბელარუსიდან კიევის მიმართულებით გასროლილი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Facebook-ზე განაცხადა.
“უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან TU-22 თვითმფრინავით ესროლეს. ეს ბელარუსისა და რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაულია”, – განაცხადა ზალუჟნიმ.