Instagram-მა რამზან კადიროვის ანგარიში დაბლოკა. ბოლო წლებში კადიროვი იყენებდა ანგარიშს Ya_pomoshnik_kra_95-ს, რომელსაც ანგარიშს 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ანგარიშის გვერდი ახლა მიუწვდომელია.
ცოტა ხნის წინ კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იმუქრებოდა, რომ უკრაინაში ათასობით ჩეჩენ ძალოვანს გააგზავნიდა.
აღსანიშნავია, რომ 27 თებერვლის ღამეს ჩეჩნეთის სპეცრაზმის პირველი ჯგუფი დამარცხდა გოსტომელის აეროპორტისთვის გამართულ ბრძოლებში. უკრაინულმა ძალებმა ჩეჩნეთის სპეციალური დანიშნულების რაზმი გაანადგურა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლაში მოკლეს გენერალი მაგომედ თუშაევი, ჩეჩნეთის სახელმწიფო გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური.
[sexy_author_bio]