კიევის ოლქში, ბუჩაში ოკუპანტების რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას interfax ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.
ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.
ადგილობრივი მედიის იფორმაციით, გახშირდა ცნობები ბუჩაში ინტენსიური ნგრევისა და აფეთქებების შესახებ.
„კიევის რაიონში 27 თებერვალს 08:20 საათზე ბუჩაში ვოკზალნას ქუჩაზე 101 ჭურვი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ხანძარი ლოკალიზებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]