ბელარუსში სამთავრობო არხებზე კიბერშეტევა განახორციელდა და მათი ვებგვერდები გაითიშა, ამის შესახებ twitter -ზე ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს.
დაჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა შემდეგ ვებ გვერდებზე:
ბელარუსის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტრო.
ბელარუსის სამხედრო ინდუსტრიის სახელმწიფო ორგანო.
ბელარუსის სამხედრო ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერომი გამოუცხადა.
“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ”. – წერია Anonymous განცხადებაში
ცნობისთვის, ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.