ხარკოვში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად, ოჯახი ბავშვებთან ერთად მანქანაში დაიწვა. ასევე დაიღუპნენ ადამიანები, რომლებმაც ბომბის თავშესაფრები წყლის ასაღებად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform.
“დაიჭრა 37, მათ შორის სამი ბავშვი. ოთხი ადამიანი გამოვიდა თავშესაფრიდან წყლის შესაგროვებლად და დაიღუპა. ერთი ოჯახი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი, დაიწვა მანქანაში. ეს მართლაც საშინელებაა”, – განაცხადა მერმა.
[sexy_author_bio]