მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, შექმნილ მდგონარეობას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და პუტინის ქმედებები დაგმო.
მათ შორის პოპულარული შოტლანდიელი მომღერალი ენი ლენოქსიც აღმოჩნდა.
„რა სახის „საფასური“ უნდა გადაიხადოს ჩვეულებრივმა ხალხმა კოშმარული უგუნურებისთვის და „შეჭრისა“ და „საომარი სიტუაციის“ სისასტიკისთვის?
დაბადებიდან – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათწლეულის შემდეგ – ჯამში, 67 წელი, „მშვიდობიან“ გარემოში ცხოვრება მხვდა წილად. ამას სათანადოდ ვაფასებ და, შესაბამისად, „ომის“ ცნებას მიუღებელ, საძაგელ სისასტიკედ მივიჩნევ.“
[sexy_author_bio]