უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ხარკოვი და კიევი ახლა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა.
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
“ხარკოვი და კიევი ახლა რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. ტერორი ჩვენი გატეხვისკენაა მიმართული. ჩვენი წინააღმდეგობის გასატეხად. ისინი ჩვენს დედაქალაქში ისევე მოდიან, როგორც ხარკოვში. ამიტომ, დედაქალაქის დაცვა დღეს მთავარი პრიორიტეტია სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტრის შესაჩერებლად ყველა ქალაქში უნდა გაკეთდეს ყველაფერი.
“ამაზე პასუხისმგებელია თითოეული ქალაქის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება. მაგრამ კიევი განსაკუთრებულია. თუ ჩვენ დავიცავთ კიევს, ჩვენ დავიცავთ სახელმწიფოს. კიევი ჩვენი ქვეყნის გულია. და ის უნდა ცემს. და ის სცემს სიცოცხლეს. გაიმარჯვეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთ-უკრაინის ომი მეექვსე დღეა გრძელდება. უკრაინელი სამხედროები გმირულად უძლებენ დამპყრობლების თავდასხმებს ყველა რეგიონულ ცენტრში.
ამჟამად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს თითქმის 6 ათასი დამპყრობელი , კიდევ 200 ტყვედ აიყვანეს. ამავდროულად, რუსეთში დაღუპულთა რაოდენობის რეალური მონაცემები იმალება.