ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას 676 წევრიდან 637-მა მხარი დაუჭირა, 13 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ბლოკში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებას.
რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
რეზოლუციით დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაც.