გუშინ მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ „Walt Disney“ რუსეთს სანქციები დაუწესა.
„Walt Disney“-ის ფილმები რუსეთის კინოთეატრებში აღარ გავა. კომპანიის განცხადებით, სამომავლო ბიზნეს გადაწყვეტილებებს განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიიღებენ.
ამასთან, „Walt Disney“-ში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, რათა ლტოლვილებისთვის გადაუდებელი და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.