ლანჩხუთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება იწყება, _ ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მეგობრებო დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება უკრაინას ჩვენი თანადგომა. ჩვენ გვახსოვს რა არის ომი. ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ძმების მხარდაჭერა. სამწუხაროა და ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული, რომ ლანჩხუთის დამეგობრებული ოლქი ხერსონა დღეს ოკუპანტების ხელშია.
ჩემო ლანჩხუთელებო, მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარული ტვირთით.
ტვირთის შესაგროვებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ან საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.
ქალაქ ლანჩხუთში ტვირთის შეგროვება ხდება კულტურის ცენტრის პირველ სართულზე.
აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 591 19 23 30″, _ ნათქვამია ლანჩხუთის მერის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.