რუსი უკუპანტების ჯარისკაცი, რომელიც უკრაინულ მხარეს ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარდა, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის დაპყრობას სამ დღეში გეგმავდა. ტყვე ჯარისკაცის ვიდეოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური facebook-ზე ავრცელებს.
მისივე თქმით, ჯარისკაცებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს, ისინი ვერც ნათესავებს უკავშირდებოდნენ.
„გვითხრეს, რომ მარშრუტით წავიდოდით. სამი დღის სამყოფი წყალი და საკვები წამოვიღეთ, სამ დღეში უკვე ბანაკში უნდა დავბრუნებულიყავით.
ჯარისკაცებს ტელეფონები და საბუთები წაგვართვეს, ვერ ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახის წევრებს და ნათესავებს“, – ამბობს რუსი სამხედრო.
ჯარისკაცი ასევე ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. მან მოუწოდა რუსულ მხარეს, შეწყვიტოს ომი, რუსეთის მოსახლეობას კი – გამოხატონ პროტესტი და არ დაუჯერონ კრემლის პროპაგანდას.