უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ საომარ მოქმედებებს ცნობილი ამერიკელი მსახიობი მარკ რუფალო გამოეხმაურა.
ორი დღის წინ 54 წლის მსახიობმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.
„ვუგზავნი სიყვარულს და კეთილ სურვილებს ყველა უდანაშაულო უკრაინელს, რუსსა და ევროპელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც ამ უთანასწორო ძალადობისა და დესტრუქციის ტრაგიკულ მოვლენებში გაეხვა. თქვენ ეს მახინჯი და უმსგავსო სანახაობა არ დაგიმსახურებიათ.“
[sexy_author_bio]