უკრაინამ მიიღო თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar TB2-ის ახალი სერია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომიტეტი FACEBOOK-ზე ავრცელებს.
“გეშინოდეთ, ორკებო!”- აფრთხილებს სტრატეგიული კომიტეტი რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
ცნობისთვის, უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომში უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. მათი მეშვეობით შეძლეს რამდენიმე რუსული ჯავშანტექნიკის კოლონის, ასევე რამდენიმე Бук-ის სარაკეტო სისტემა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა შეძენილი, გასულ წელს კი მათ დამატებით შეიძინეს ამავე ტიპის კიდევ 24 დრონი.
[sexy_author_bio]