ბულგარეთმა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის 2 დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მიიღო მტკიცებულება, რომ ორი ეჭვმიტანილი მონაწილეობდა “სადაზვერვო საქმიანობაში”.
პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა კონფიდენციალური ინფორმაცია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირისგან 2016 წლიდან მიიღო.
ბულგარეთს ტრადიციულად აქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის 2019 წლის ოქტომბრიდან გაიზარდა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ბულგარეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით 8 რუსი დიპლომატია გაძევებული. გასული წლის ნოემბერში კი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბულგარეთის 6 მოქალაქე მათ შორის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები დააკავეს.