ორი დღის წინ პოპულარულმა ჯგუფმა „Green Day“ მოსკოვში კონცერტის ჩატარებაზე, უარი განაცხადა. ეს ღონისძიება მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო.
ბენდის წევრებმა ამის შესახებ საკუთარ „ინსტაგრამზე“ განაცხადეს. მოსკოვში დაგეგმილ კონცერტს 45 ათასზე მეტი ადამიანი უნდა დასწრებოდა.
„ამ ყველაფრის ყურება ძალიან გვიმძიმს და მიმდინარე მოვლენების ფონზე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი მომავალი მოსკოვის შოუ გავაუქმოთ. ყველას გვესმის, რომ ეს მოვლენები კონცერტებსა და შოუებს კი არ ეხება, არამედ ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ისიც ვიცით, რომ როკ-ენ როლი მარადიულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მუსიკასთან დაბრუნების დრო და ადგილიც მალე გამოჩნდება. თუ კონცერტის ბილეთი შეძენილი გქონდათ, თანხას უკან დაიბრუნებთ. დარჩით უსაფრთხოდ”, – დაწერეს ჯგუფის წევრებმა.
[sexy_author_bio]