გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.
1 209 976 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა თავი პოლონეთს შეაფარა, სხვები კი უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში გაემგზავრნენ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ათასობით უკრაინელი ამჟამად ქვეყნის დატოვებას ცდილობს.