ოზურგეთში კოვიდინფიცირების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დადასტურებულია ინფიცირების 20597 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19451 პაციენტი, გარდაცვლილია 91. ამ დროისთვის აქტიურია 1050 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 89 მკურნალობს.