ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 20655 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19531 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1028 შემთხვევა, საიდანაც 79 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს.