უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვინიცასთან მდებარე აეროპორტი მთლიანად განადგურდა რუსი დამპყრობლების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.
მან დასავლეთს მოუწოდა, რომ დახურონ ცა უკრაინის თავზე
„მე ახლახანს შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ – 8 რაკეტა ჩამოვარდა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასოდეს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის მკაცრი, ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ, ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიამ და ბაბუამ, უკრაინელების თაობამ. ყოველდღე ვიმეორებთ: „დახურეთ ცა უკრაინის თავზე“. ახლოსაა ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტებისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, საჰაერო ბომბების გარეშე. ჩვენ ვართ ხალხი და თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა დაიცვათ ხალხი და თქვენ ეს შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ, ნუ გვაძლევთ თვითმფრინავებს, რომ დავიცვათ თავი, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – თქვენც გინდათ, რომ ძალიან ნელა დავიხოცოთ. ეს არის მსოფლიოს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა და დასავლელი ლიდერების, დღეიდან და სამუდამოდ“ – განაცხადა ზელენსკიმ.
[sexy_author_bio]