კომპანია სანტე აცხადებს, რომ რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანას არ აპირებს.
კომპანია როსსელხოზნადზორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე, 15 ქართულ კომპანიას უფლება ეძლევა, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
“ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება.
“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს”- ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი” – აცხადებს სანტე.