რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება “არ გადაუხვევს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი”.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეაჩერა, რაც სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას გავრილოვის ღამე და მასშტაბური ანტირუსული აქციები მოჰყვა.
დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააკისრა. სანქციებს არ უერთდება საქართველოს ხელისუფლება, მეტიც, ცნობილი გახდა, რომ სანქციების ფონზე რუსეთი 15 ქართულ კომპანიას უფლებას აძლევს, მათ ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
უკრაინის რადას დეპუტატმა და მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ამას ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა.
წყარო: ფორმულანიუსი