რუსული აგრესიის წინააღმდეგ პოპულარული უკრაინული და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ილაშქრებენ.
მათ შორის ისეთი „არაპოლიტიკური“ და „არამებრძოლი“ კომიკოსი და მომღერალი აღმოჩნდა, როგორიც ვერკა სერდუჩკაა.
„წადით! წადით! წადით!
მედგრად ვდგავართ და სულით არ ვეცემით!
ჩვენს სიმართლეს ეს შემოჭრა ვერაფერს დააკლებს!
მოშორდით! მოშორდით! მოშორდით!“
ვერკა სერდუჩკას გვერდით მეორე ვერა – ბრეჟნევა ამოუდგა:
„არასდროს განმიცალკევებია ჩვენი ერები. არც მაშინ, როცა ათასობით ადამიანს და ბავშვს ვეხმარებოდი. არც მაშინ, როცა ვმღეროდი, ვეხუტებოდი და მიხაროდა. დედაჩემი და ბებიაჩემი რუსები არიან, მამა და ბაბუა კი – უკრაინელები.
ორივე ხალხი ჩემი წინაპარი და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა გასაჭირში ვართ. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ უკვე მერამდენე დღეა, ომში ვართ. უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. უფრო და უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება.
ქალაქების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად საჭირო შენობები განადგურებულია. თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს: ნუ მოდიხართ, ნუ გვხოცავთ. ამ ომს აზრი არ აქვს. არც გამართლება. მისი გაგრძელება დაუშვებელია. შეაჩერეთ ომი!“
[sexy_author_bio]