სოციალური ქსელის მომხარებელი სულხან წულუკიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყენებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ რუსი ბლოგერი ერთ-ერთ პოსტში წერს: ჩამოვედი საქართველოში და ნათესავებს ვეძებ “მახარაძეში” (ბაბუა ქართველი ჰყავდა).
ოღონდ არ იცის, რომ ოზურგეთს მახარაძე დიდი ხანია აღარ ჰქვია
საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქუჩას, სოფელს საბჭოთა სახელები ჰქვია (ან მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დროინდელი სახელწოდებებით მოიხსენიებს).
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ძალიან სწრაფად საბჭოთა ტერმინები ეროვნული სახელებით ჩაანაცვლა.
რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ალბათ უფრო მეტი მოქალაქე გაიაზრებს თუ რამდენი რამ გვაქვს სამარცხვინო საქართველოში, და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – წერს ფეისბუქში რუსლან წულუკიძე.