უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის 10-ზე მეტ მცდელობა იყო. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდასთან” მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს.
პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას ჰყავს ძლიერი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ქსელი და ისინი აკონტროლებენ ყველაფერს, ამიტომ ეს მცდელობები აღკვეთილია.
“ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მცდელობა ათზე მეტი იყო. იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ არის DRG-ები (დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები) რომლებსაც სურთ შევიდნენ სამთავრობო კვარტალში და ა.შ.
ჩვენ გვაქვს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ძალიან ძლიერი ქსელი – ისინი აკონტროლებენ ყველაფერს და ყველა ეს DRG-ს ლიკვიდაციის მიდგომებზე. ანუ ჩვენ გვესმის ყველა გეგმა და ჩვენი კონტრდაზვერვა მუშაობს მათზე“. – თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა
მისივე თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ზელენსკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული რისკები არ გამქრალა.
ცნობისთვის, მანამდე ბრიტანულმა გაზეთმა “THE TIMES” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაურჩა სულ მცირე სამ მკვლელობის მცდელობას.