უკრაინას მხარდაჭერა არაერთმა მსოფლიოში ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა. მათ შორის არის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი, რომელმაც საზოგადოებას უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„შემაძრწუნებელი და უგუნური, არაპროვოცირებული შეტევები უკრაინის მიმართ გრძელდება და ამ დროს უცოდველი ხალხი იხოცება.
ნადგურდება ქალაქები და ინგრევა ოჯახები, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი ადამიანის სიხარბეა.
დაუჯერებელია, ის რაც ახლა ხდება. მე გავიღებ დონაციას „Unicefusa“-სთვის, რომელიც უკრაინელების საცხოვრებელ ადგილებსა და საკვებით უზრუნველყოფაზე ზრუნავს”.
[sexy_author_bio]