უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადება, რომ კიევს არ შეუძლია შეაჩეროს ომი, თუ აგრესორს არ აქვს ამის სურვილი, _იუწყება unian.net.
ამის შესახებ კულებამ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა უკრაინა პუტინის მოთხოვნებს.
„ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უკრაინა არ დანებებულა, არ ნებდება და არც დანებდება. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჯერ ის არ ჩანს.
ჩვენ შევწირავთ თავს, დავიცავთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს რუსული აგრესიისგან“, _ განაცხადა დმიტრო კულებამ.