ევროპა უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე – ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა განაცხადა.
“ჩვენ უფრო გაერთიანებულები ვართ, ვიდრე ოდესმე. მე არასოდეს მინახავს წევრი ქვეყნები ასე გაერთიანებული და ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად. პუტინს სჯეროდა, რომ აპირებდა უკრაინის დაპყრობას – მან ვერ შეძლო. მას სჯეროდა, რომ აპირებდა ჩვენს გაყოფას – მან ვერ შეძლო. მას სჯეროდა, რომ აპირებდა ტრანსატლანტიკური ალიანსის დასუსტებას და მან ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიტოს ომი”,_ აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელმა გააკეთა.