მთავრობის დადგენილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა.
ბრძანებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა“.