ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ვერსალში შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბლოკში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანების საკითხსაც.
“ევროპულმა საბჭომ აღიარა ევროპული მისწრაფებები და უკრაინის ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში.
გარდა ამისა, საბჭომ მოიწვია კომისია, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადების შესახებ”,_ ნათქვამია განცხადებაში.